ჩემო კარგებო,
არ დავიღლები და კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი თითოეულ თქვენგანს, რომელიც ჩაერთო ჩვენს ერთობლივ 30 დღიან გამოწვევაში. მოდით ვაღიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი რამ დავივალეთ თითოეულმა ჩვენგანმა, აკეთო ეს მარტივი რამ ყოველდღიურად უკვე არის რთული. მიუხედავად ამისა ვიაზრებ რა რამოდენა საქმეს ვეჭირდებით ერთად, ეს ძალიან მამხნევებს, ძალიან.
დღეს, გამოწვევის მე-5 დღეს რაღაც ისეთი მინდოდა, რომლის მსგავსიც არასოდეს გამიკეთბია kar.ge-ზე. ეს აღმოჩენა მე თვითონ 3 დღის წინ გავაკეთე. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ კოკლოზინას აჭარული ბაქლავას აღმოჩენა ჩვენი, ამ 30 დღიან გამოწვევაში მონაწილე თითოეული ადამიანის დამსახურებაა. როგორ?
კოკლოზინა, აჭარული ბაქლავა
კომპანიის წარმომადგენელი, ქ-ნი მარიამ გორგოშაძე 2დეკემბერს kar.ge Facebook გვერდზე შემოგვეხმიანა. მაშინ გავიცანი ბრენდი კოკლოზინა, რომელსაც აღმოჩნდა, რომ ბათუმში ორი ობიექტი აქვს და თურმე თბილისში სულ ახლახან გაუხსნიათ ბრენდული ობიექტი, სადაც მხოლოდ აჭარული ბაქლავა იყიდება, მიცკევიჩის #6-ში.
სწორედ ამ განსაკუთრებული მოტივაციით და ჩვენი ერთობლივი გამოწვევის კონკრეტული თვალსაჩინო შედეგიდან გამომდინარე დღეს საღამოს გადავწყვიტე მივსულიყავი მიცკევიჩის 6-ში, ჩემი თვალით მენახა ობიექტი, მეყიდა პროდუქტი და თან ყველაფერი ისე, რომ კოკლოზინას წარმომადგენელი kar.ge-დან გაიგებს ამის შესახებ. რასაც სურათზე ხედავთ საკმაოდ დიდი ნაჭრებია და 5 ლარი გადავიხადე 3 ნაჭერში. შესაფუთი მასალა კი ასევე ძალიან კარგია, შიგნით ჰიგიენურად ცელოფანში ჩადებული ბაქლავით და გარედან ეტიკეტით.
ურთიერთობა დავიწყეთ. გასახარია, რომ კოკლოზინა მონაწილეობას მიიღებს 18-20 დეკემბერს მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლას მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაში. ეს კი არის შანსი, რომ კოკლოზინას პროდუქცია ყველამ გაიცნოს, რაშიც გარკვეული წილი თითოეულ ჩვენგანსაც აქვს.
ეხლა კი ინტრიგა …
თბილისში, მიცკევიჩის 6-ში იყიდება ეს უგემრიელესი ბაქლავა. პირველი, ვინც ჩვენი 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში კოკლოზინას ფასადის ფოტოს დადებს ნაყიდი ბაქლავის ფოტოსთან ერთად პირადად ჩემგან მიიღებს სიმბოლურ საჩუქარს 20 დეკემბერს, გამოფენა-გაყიდვის მესამე დღეს, დაჯილდოვების ცერემონიაზე.