ქართულია & kar.ge-ა!
არ დამცხრილოთ 🙂
ჩემთვის კოკა-კოლა ქართულია და გეტყვით რატომაც: მოიხმარს ქართულ წყალს და ასაქმებს ქართველ ხალხს.
სასმელი „კოკა-კოლა“ შეიქმნა ქალაქ ატლანტაში (ჯორჯიის შტატი, შეერთებული შტატები) 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია.
მიუხედავად იმისა რომ შემქმნელი ქართველი არ არის, ქართული წყლით და ქართველი ხალხის მიერ დამზადებული კოკა-კოლა, გარდა იმისა, რომ ქართულია – ძალიან გემრიელი და Kar.ge -ა!
P.S. არ დამიწყოთ ეხლა ვანებს ხეხავს და კუჭს რაღას უზამსო 🙂
მე პირადად ბევრი რამის მშველელად მეგულება ეს უნიკალური სასმელი:
- მოწამვლისთვის იდეალური;
- დაბალი წნევის დროს იდეალური;
- თავის ტკივილის დროს იდეალური;
- უძილო ღამის შემდეგ გამოსაფხიზლებლად იდეალური;
- ის პირველი იყო, ვინც მკვდარი თბილისის საახალწლო ქუჩები სიხარულით და სითბოთი გაალამაზა, მან გვაზიარა პირველ სანტა კლაუსს, მან გაგვილამაზა პირველდა წინასაახალწლო საღამოები – ეს არ დაივიწყოთ ეს დიდი ემოცია იყო!
და ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ პროდუქტს, შეიძლება მასაც ქონდეს უკუჩვენება, მაგრამ ამდენი დადებითის შემდეგ, ამდენი ლანძღვა გინება – უ ხ ე რ ხ უ ლ ი ა 🙂 ცოტა არ იყოს!
მიყვარს კომპანია “კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია” – და თუ რაიმე კითხვა გაქვთ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: ტელ: 294 16 99; ელ. ფოსტა: infoccbg@caucasus.net