ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კიტრის მწნილი

უგემრიელესი კიტრის მწნილი – Kula

საკონსერვო წარმოების თვალსაზრისით უკვე დიდი ხანია საქართველოში ისეა საქმე, რომ იმპორტულის ყიდვა აღარ გჭირდება მოაზროვნე ადამიანს. ამ საკითხში kula-ს თავისი აქტიური წვლილი რომ უკვე დიდი ხანია შეაქვს ესეც ფაქტია.

kula ყოფილი გორის საკონსერვო საწარმო. სლოგანი კი აქვს საუკეთესო ქართული ტრადიციები, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სტაბილურად ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ბევრის „ტრადიცია“ ნამდვილად არ არის. ამ მხრივ kula და ზოგიერთი ქართული ბიზნესი ნამდვილად დადებითად გამოირჩევა.

ეს კიტრის მწნილი სავაჭრო ქსელში ფართოდაა შესული, ამიტომ წესით ბევრგან უნდა შეგხვდეთ. 1 კგ 2.6 ლარი მივეცით აღდგომამდე და მისი მეშვებოთ მშვენიერი ოლივიეც გამოვიდა.

შენიშვნები:

  1. Facebook გვერდი მიტოვებული გაქვთ. ეს ყოვლად დაუშვებელია!
  2. პროდუქციას მსოფლიო მასშტაბით ყიდით, ვებსაიტი კი რბილად რომ ვთქვათ გაახლებას საჭიროებს. kula რომ მცირე საწარმო ყოფილიყო ამ საიტს მიღწევად ჩავთვლიდი, მაგრამ თქვენთვის ეს სირცხვილია;
  3. ვიღაცამ შეიძლება თქვას „კარგ პროდუქტს რეკლამა არ სჭირდებაო“ და 100% მტყუანი იქნება. თქვენც მასე ფიქრობთ? ბოლოს თქვენი რეკლამა როდის ვნახე აღარც კი მახსოვს შეგვახსენეთ მაინც თავი;
  4. ახალი პროდუქტი ბოლოს როდის გამომუშვით? როცა რამეს გააკეთებთ შეგვეხმიანეთ და ინფორმაციის გავრცელებაშიც დაგეხმარებით;

პატივცემულო მკითხველო, გახსოვდეს, რომ როცა სავაჭრო ობიექტში შეხვალ რაღაცის საყიდლად, პირველ რიგში იკითხე ქართული წარმოების „ის“ თუ აქვთ …