ქართულია & kar.ge-ა!
ბუხარში ცეცხლი კვარით დაგინთიათ?
კვარი ფიჭვის ან ნაძვის ანახეთქი ფისიანი ნაჭერია, რომელიც სანთელივით იწვის. ის დღეს შევიძინე ბაკურიანში. წარმოებულია და დამზადებულია საქართველოში! ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ერთ შეკვრა კვარში 1 ლარი გადავიხადე. ჯერ არ გამომიყენებია, მაგრამ როდესაც გამოვიყენებ შედეგებსაც გამცნობთ 🙂
ცეცხლის დასანთები საშუალებები საჭირო და გამოსაყენებელია არა მხოლოდ სახლში ბუხარის დასანთებად, არამედ გვჭირდება როდესაც გავდივართ ქალაგარეთ პიკნიკსა თუ ბუნებაში საქეიფოდ. დაფიქრდით ამაზე …
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.