ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

კახური ‘’ნატურალური’’ მეტსახელები [კლიჩკები] … :)

მეტსახელების, ე.წ. კლიჩკები”-ს დარქმევა, ქართველებს ხელოვნებამდე გვაქვს აყვანილი. 11 ძალიან „ორიგინალური“ კახური მეტსახელი [ნაწილი იმერეთიდანაცაა] 🙂

მაგრამ ქვემოთ Facebook კომენტარები ნახეთ …
სიცილისგან ღვინჭიპაზე გასკდებით 🙂

-ცოტა გივია – მარცხენა ხელი და ფეხი არ აქვს;

-მლაშე ვანო – ხუთჯერ იხრჩობოდა ზღვაში და გადარჩა;

-გოჩა თამაზა – შემთხვევით თოფი გაუვარდა და თავისი შვილი მოკლა (ხევისბერი გოჩას ვარიანტში);

-ტყუილად დალი – სამჯერ გათხოვდა და შვილი არ ეყოლა;

-ორხელა გოგია – იმ სოფელში კიდევ ერთი გოგიაა ცალი ხელი აქვს და იმას ვერ გაუბედეს ცალხელას დარქმევა;

-ჩაპლინა – ყრუ მუნჯია დაბადებიდან;

-ჩარიდუ – მარცხენა ხელზე ოთხი თითი აქვს, მარჯვენაზე ორი;

-ტურისტი მახოია – ზურგზე კუზი აქვს და თითქოს ზურგჩანთა აქვს მოკიდებული;

-უკარება თენგო – ორჯერ დაეცა მეხი და გადარჩა;

-მთელი ლიზიკო – 80 წლისაა და გაუთხოვარი;

-არკა გია – წინა ორი კბილი არ აქვს;

… შეგიძლიათ თქვენც დაამატოთ ქვემოთ კომენტარში 🙂

 

** სურათზე კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/