კახური ზეთი „სიღნაღი“ უკვე თითქმის 3 წელია რაც ბაზარზეა
ცოტა იწარმოება
ამიტოამც ქსელში თითქმის ვერ შეხვდებით
სამაგიეროთ აშშ-ში გადის ექსპორტზე
სტაბილურად
და ესეც 2 წლის წინ ჩვენი დამსახურებით მოხდა
მოძრაობა KAR.GE-ზე პროდუქტის წარმოჩენის შედეგად მოხდა ექსპორტიორის და მწარმოებლის დაკავშირება
საბედნიეროდ საქმე წინ კარგად მიდის
ეს ბოთლი 5,6 ლარად ვიყიდე
იაფი არ არის, მაგრამ ვინც მისი ფასი იცის, ღირს!
ინფორმაციისათვის:
2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს ან დავდებ სურათს / სტატიას და გამოვიწვევ ჩემს მეგობრებს რომ გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, დადეთ ფოტო ან ვიდეო FB-ზე და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!
ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!