ქართულია & kar.ge-ა!
კარაქის უამრავი ბრენდი არსებობს. ვისაც ვიცნობ ძირითადად უცხოურის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს.
როგორია კარგი კარაქი?
1. გემრიელი
2. ნატურალური
ამ ორივე მოთხოვნას შესანიშნავად აკმაყოფილებს პროდუქტი, რომელსაც უკვე ყოველდღიურად მოვიხმარ– კარაქი შატილი. შატილის ორ პროდუქტს გამოვყოფდი– სპრედი, რომელიც თურმე მარგარინ/ მარგარინის შემცველობაზე მიუთითებს და ნაღების კარაქი– 82%. ინტერნეტში გადავაწყდი კვლევას, რომელიც ადასტურებდა, რომ შატილის ნაღების კარაქში მართლაც 82% რძის ცხიმია.
შესადარებლად ავიღე, პრეზინდენტის კარაქი, რომელსაც ხშირად ვყიდულობდი და მოვიძიე მასზე კვლევაც. მასზეც ანალოგიურად ადასტურებენ, რომ 82%–ია რძის ცხიმის შემცველობა.
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.