რამ გამახარა დღეს რიყეზე?
ეს იყო პირველი კავკასიური ყველის ფესტივალი …
იქ იყო ხაჭო, ლუდი, გოგრა, თაფლი, დამბალხაჭო, კალტი, იოგურტი, ხელნაკეთი ნივთები, ჩაი, ჩირი, სულგუნი, ყველი, პური და კეთილი გული …
- დილით უჟმური ამინდი ისეთმა თბილმა მზემ გაანათა, რომ ძვალიც გაათბო და გულიც. ღია სივრცეში გამართული ასეთი ღონისძიებისათვის ამინდს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
- მიუხედავად ასეთი ამინდისა და სიცივისა უამრავი ხალხი მოვიდა. მოვიდა კი არა მე თვითონ 12:00-ზე გახსნილ ფესტივალზე დაახლოებით ორის ნახევარზე მივედი და რამოდენიმე დახლი უკვე დაცარიელებული იყო, ყველაფერი გაუყიდიათ. ჩემს იქ ყოფნაში კი თითქმის დახლების მესამედი გაიცალა … სულ დაიყიდა ყველაფერი …
- ყველაფერი შესანიშნავად იყო ორგანიზებული. კამპანიის პროცესიდან დაწყებული შესრულებთ დამთავრებული. ორგანიზატორები კი გაწყდებოდნენ წელში, მაგრამ სამაგიეროდ მაგარი ღონისძიება გამოვიდა!
აი ასე ხდება როცა გულით და გემრიელად აკეთებ საქმეს 🙂
ნახეთ ფოტოები …