10-11 ოქტომბერს ძალიან გემრიელი ფესტივალი ჩატარდება თბილისში, რიყეზე – ფესტივალი – კავკასიური ყველი 2015. ეს იქნება:
- პირველი საერთაშორისო ფესტივალი კავკასიის მასშტაბით ყველისა და რძის პროდუქტების დარგში;
- სრულიად ახალი კონცეფცია როგორც თემატიკით, ისე გეოგრაფიით!
- მუდმივი ორგანიზატორი იქნება საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდია;
- მუდმივი მასპინძელი – თბილისი;
ფესტივალის მონაწილეები: საქართველოს ყველა რეგიონი (მათ შორის ოსური და აფხაზური ყველი; ყველის ინდივიდუალური მწარმოებლები და მსხვილი საწარმოები, „ მონასტრის ყველი“; ყველის მწარმოებლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან. სტუმრის რანგში – თურქული და ებრაული დელეგაციები. აღნიშნული ფესტივალით საქართველო შეძლებს აღიდგინოს კავკასიაში კულტურულ-სამეურნეო და სავაჭრო-სამრეწველო ცენტრის სტატუსი. კავკასიურ ყველს კი ეძლევა შანსი – დაიმკვიდროს კუთვნილი ნიშა ყველის მსოფლიო ბაზრებზე.
10 ოქტომბერი, შაბათი:
- საფესტივალო სივრცე მონაწილეებისთვის ( მეწარმე-მოვაჭრეები, კომპანიები) იხსნება – 10:00
- საფესტივალო სივრცე სტუმრებისთვის იხსნება 12:00
- ფესტივალის სადეგუსტაციო-სავაჭრო სივრცისა და კონფერენციის ოფიციალური გახსნა – 13:00
- საკონკურსო პერიოდი – 14:00 -15:00
- ფესტივალის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება – 17:00
11 ოქტომბერი, კვირა :
- 11:00 – 17:00 იმუშავებს სადეგუსტაციო-სავაჭრო სივრცე.
- 13:00 – 15:00 შეჯიბრი კულინარიულ სასწავლებლებს შორის. გამარჯვებულს გამოავლენენ ვიზიტორები.
- ფესტივალი დაიხურება გამარჯვებულთა დაჯილდოებით.
ეს არ უნდა გამოტოვოთ!
Facebook ღონისძიებაზე რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ!