ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
იფქლი-ipkli

ქართული, იფქლის პური

იფქლის პური,  ქართულია & kar.ge-ა!

მანდილოსნების უმეტესობის სუსტი წერტილი და მუდმივი მონატრება, თეთრი პური…

დღეს ჩემს “პროგრამაში” იფქლის პური მოხვდა…

რატომ?

ხშირად ვყიდულობ, გემოთიც ძალიან მომწონს, თუმცა შეფუთვით უფრო კმაყოფილი ვარ – სხვა ანალოგებისგან განსხვავებით, ქაღალდის შეფუთვა აქვს, რის შედეგადაც პური სუნთქავს და ჩასველებული ან ჩაობებული არ მხვდება…

და მეორე, არ შეიცავს კონსერვანტებს და შემნახველ დანამატებს. შევნიშნე, რომ ამის გამო მალე ობდება, მაგრამ მე უპირატესობას სუფთა პროდუქტს ვანიჭებ. ისედაც უამრავ შხამს ვიღებთ ყოველდღიურად და მირჩევნია როცა არჩევანი მაქვს მაქსიმალურად სუფთა პროდუქტი ავირჩიო.

ეს კონკრეტულად იფქლის პურს არ ეხება, მაგრამ საკმაოდ საინტერსო ფაქტი აღმოვაჩინე- გიყვართ პური და არ გინდათ გასუქდეთ? სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს “აღმოჩენას”:

მე პირადად ძალიან მიყვარს ბუტერბროდები და განსხვავებული ტიპის პურსაც ხშირად ვაგემოვნებ, მაგრამ სადილს ნაკლებად ვაყოლებ და წარმოიდგინეთ ჩემი სასიამოვნოდ გაოცება, როდესაც ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში ამოვიკითხე, რომ თუ პურს არ მიირთმევთ ხორცთან, ბოსტნეულთან და ხილთან ერთად, არამედ ერთი საათის შემდეგ დააგემოვნებთ კარაქთან და ყველთან ერთად, ან უბრალოდ ტოსტერში გაცხელებულს მიირთმევთ, ეს საერთოდ არ აისახება თქვენს წონაზე.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.