სავაჭრო ომები ყველაზე ცხელი ომებია მსოფლიოში …
აქ სასწორზე სამუშაო ადგილები და ადამიანების/ბიზნესების/ქვეყნების კეთილდღეობა დგას …
და დემპინგური ფასით ბაზარზე პროდუქციის შეტანა ერთ-ერთი ის ქმედებათაგანია, რომლისგანაც ქვეყნები თავს იცავენ სერიოზულად! რატომ? იმიტომ რომ ეს ეკონომიკას ანგრევს!!
და აი კიდევ ერთი მაგალითი …
ინდოეთის ენერგეტიკული გიგანტი Reliance Industries ინდოეთის კომერციის დეპარტამენტის სტრუქტურა – DGAD-სგან ოფიციალურად ითხოვს კონკრეტული სახის რეზინის ბაზრის დაცვას კონკურენტების დემპინგური ფასებისაგან და გაუდის კიდეც თხოვნა. შესწავლა დაიწყო 5 ქვეყნიდან იმპორტირებული კონკრეტული სახის რეზინის ნედლეულზე, რომელიც ძირითადში მანქანების საბურავების და გოლფის ბურთების წარმოებაში გამოიყენება.
შესწავლის პერიოდია 2015 წლის აპრილიდან 2016 წლის მარტამდე, 1 წლიანი მონაკვეთი. თუმცა ადრინდელ 3 წელიწადსაც შეისწავლიან.
აღსანიშნავია, რომ WTO-ს წევრ ქვეყანას შეუძლია მსგავსი შესწავლების დაწყება და სათანადო ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღება იმპორტიორის წინააღმდედ თუ აღმოჩნდება, რომ იმპორტი არარეალურად დაბალ ფასში ხორციელდებოდა.