თუ სოფელი ძლიერი არ არის, ქვეყანა ძლიერი ვერ იქნება …
ეს ფრაზა დიდი ხანია არსებობს და ყველაზე ხშირად მას საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის იდეის მომხრეები იმეორებდნენ … თქვენ რა იდეის მომხრე ბრძანდებით არ ვიცი, მაგრამ მე პირადად არ მგონია, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა. მე უფრო სხვაგვარად ვიტყოდი … საქართველოში სოფლის მეურნეობა იმდენად ჩამორჩენილ მდგომარეობაშია, მეტი რომ არ შეიძლება. მთელს ჩვენს არაეფექტურ და არაეფექტიან სოფლის მეურნეობას ერთობლივი ეროვნული პროდუქტის 9%-ზე მეტის შექმნის უნარი არ აქვს და ეს არის ფაქტი!
მოკლედ,
იხილეთ ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის კომენტარები და მოსაზრებები იმის შესახებ თუ რა მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობასა და აგრო-წარმოებას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის.