ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
იანვარი-სექტემბერი 2015 - საგარეო ვაჭრობის გაახლებული სტატისტიკა

იანვარი-სექტემბერი 2015 – საგარეო ვაჭრობის გაახლებული სტატისტიკა

ახლახან გამოქვეყნდა ეს მეტად მნიშვნელოვანი სტატისტიკა …

წინასწარი მონაცემებია, მაგრამ არა უშავს …

რა თქმა უნდა ტენდენცია იგივეა, რაც ყოველთვის … ანუ ქვეყნიდან ვალუტის გადინება გრძელდება … აქ სხვა რამეა საინტერესო

კერძოდ:

-მოყვანილია 10 ძირითადი სავაჭრო პარტნიორი და ბრუნვები მათთან … როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით. გაიგებთ რომელ ქვეყანასთან როგორი ბალანსი გვაქვს.

-უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში … აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ექსპორტი ამ პერიოდში იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 186 მილიონ აშშ დოლარზე მეტი

-უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს იმპორტში … აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი იმპორტი ყოფილა წამლების – 536 მილიონ აშშ დოლარზე მეტი [არ მესმის ასეთი რა შემოვიტანეთ .. .შარშან იგივე პერიოდში 228 მილიონ აშშ დოლარის იმპორტი იყო]

აქ იმდენი სასარგებლო ინფორმაციაა, რომ ყოველ აბზაცზე ცალკე ანალიზის დაწერა შეიძლება …

მოკლედ,

სერიოზული ანალიტიკური დოკუმენტია მათთვის, ვისაც ეს თემა აინტერესებს …

წყარო: geostat.ge