ქართველს ის უფრო აფიქრებს რა დალიოს, სად დალიოს და რამდენი დალიოს და არა ექსპორტ-იმპორტის ბალანსი, მაგრამ ხანდახან მაინც ჯობია მიმოვიხედოთ და დავინახოთ რა ქაქში ზის ეს ქვეყანა …
უკვე დაიწყო საუბარი თუ რა რთული შემოდგომა ელის ლარს. როგორ გგონიათ საიდან ეს ვარაუდები? გგონიათ ყველაფერი მართლა თითიდან გამოწოვილია? არამც და არამც! ასეთი პროგნოზების გაკეთება რთული არ არის თუ იცი რას უყურო. აი ექსპორტ-იმპორტის ბალანსი ერთ-ერთი იმათგანია …
2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5573 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1269 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4305 მლნ. აშშ დოლარი (11 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივლისში 3036 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა. დეტალური ინფორმაცია კი აქ შეგიძლიათ ნახოთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტზე.
წინა წელთან შედარებით ამავე პერიოდში 14 %-ით ნაკლები საგარეო სავაჭრო ბრუნვაა დაფიქსირებული. როგორც ჩანს მოსახლეობა საკმაოდ სტრესულ მდგომარეობაშია და არ ხარჯავს ფულს. მაგრამ აი შემოდგომაზე კი გაეხსნება მადა.
ქართული პროდუქცია უნდა ვიყიდოთ სადაც კი შესაძლებელია …