ექსპორტს დედა აღარ ჰყავს, იმპორტს ლარის გაჭენებულმა კურსმა ამოსდო ლაგამი … ჰოდა მივექანებით მყარი ნაბიჯით უკან, ბნელში. ეს „მამალი“ მინუსი, რომელიც ექსპორტ-იმპორტის ბალანსში გვაქვს, გაგვყიდის …
2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6395 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1459 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4937 მლნ. აშშ დოლარს (10 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 3478 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა. ა ბატონო ოფიციალური სტატისტიკა …
რა გვახარებს?
ქართული პროდუქცია უნდა ვიყიდოთ სადაც კი შესაძლებელია …