ექსპორტი „წმინდა“ საქმეა! – არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ. და განსაკუთრებით გამიხარდა როცა ასეთი რამ ვნახე: როგორც ჩანს თბილღვინო და ბრენდი თამადა აქტიურად მუშაობენ ავსტრალიურ ბაზარზე. არ ვიცი ციფრები, არ ვიცი რა გაყიდვები აქვთ, მაგრამ რასაც ვხედავ მომწონს:
- ვებსაიტი – http://www.tamada.com.au/, რომელიც სპეციალურად ავსტრალიური ბაზრისთვისაა შექმნილი .au დომენზე. საიტი ფრიად ინფორმატიულია და გემოვნებიანია;
- Facebook გვერდი, რომელიც სწორედ რომ ავსტრალიურ ბაზარზე სამუშაოდ არის შექმნილი. გვერდს თუ დააკვირდებით ნამდვილად აქტიური ჩანს;
ეწვიეთ ვებსაიტსაც და Facebook გვერდსაც, და ბევრ რამესაც გაიგებთ!
აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე!
იამაყეთ ქართულით!
PS
დიდი მადლობა ჩვენს თანამემამულე – Irina Irving-ს სიდნეიდან ამ ინფორმაციის შეტყობინებისათვის!