ამის შესახებ შემთხვევით გავიგე …
ქართული მედია სივრცე ხომ წარმატებულ ქართველებს არ „წყალობს“
დავძებნე, ვეძიე, ვეძიე და მივაკვლიე ნინოს Facebook გვერდს …
და იქედან გავერკვიე ბოლომდე …
მოკლედ, 24 ოქტომბერს ნინო ბაქრაძემ ოქროს მედალი და პირველი პრემია აიღო პიანისტთა ლუიზიანის საერთაშორისო კონკურსზე. კონკურსში მსოფლიოს პრესტიჟული მუსიკალური სკოლების სტუდენტები მონაწილეობდნენ და იგი 7 დღე გრძელდებოდა. ფინალური რაუნდი 24 ოქტომბერს შედგა, სადაც ნინომ ბეთჰოვენის მე-4 სიმბონია დაუკრა. ამით ნინომ თავისი პრიზების ერთობლიობას კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო შემატა. ვრცელი სტატია ნახეთ აქ [ინგლისურად].
გილოცავ ნინო!
აქვე მოუსმინეთ ბეთჰოვენის მე-4 სიმფონიას ნინო ბაქარაძის შესრულებით …