გუშინ 23:00 -დან გული ხელით მეჭირა …
ამდენი ნერვიულობა არცერთი მატჩისას არ გადამიტანია …
ჩვენი ამდენი შეცდომა ერთად არცერთი თამაშისას არ მინახავს …
ასეთი დაუნახავი მსაჯი მთელ მსოფლიოში სანთლითაა საძებარი და ალბათ ამასაც „გამართლება“ უნდა რომ ჩვენ შეგვხვდა …
ასე არცერთი თამაშის დროს არ გავბრაზებულვარ …
და კიდევ …
ნამიბიის ნაკრები ყოფილა ნაკრები! ყოჩაღ მაგათ!
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!
თქვენ სამი უძლიერესი მოწინააღმდეგე დაამარცხეთ: თქვენივე უპატიებელი შეცდომები, „დაუნახავი“ მსაჯი და ნამიბიის უძლიერესი ნაკრები! ყოჩაღ!
დიდი მადლობა ამ გამარჯვებისათვის და ჩვენი გახარებისათვის!
დღეს თუ რაგბის სამყაროში სასწაულის ტოლფასი მოვლენა არ მოხდა, 2019-ზე გასულები ვართ „ურიგოდ“!
მოპოვებულს და მიღწეულს მოვლა და გაგრძელება უნდა!
მადლობა რაგბის კავშირს, მის პრეზიდენტს, ბატონ ჰეიგსა და ჩვენს მორაგბეებს, როგორც მოქმედს, ასევე ვეტერანებს, რომლებმაც დღევანდელ წარმატებაში საკუთარი სული და გული ჩადეს.