“თუ სახელის შოვნა გინდა, დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ხვალემა მადლობით სთქვას: ნანერგითა შენითა მარგე”
ილია ჭავჭავაძე, 1837-1907
თითოეული ჩვენგანი ცდილობს ამას …
ოღონდ თავისებურად …
1 კვირის წინ კვირის პალიტრის ჟურნალისტი დამიკავშირდა ჩემთვის უცნაური თხოვნით. kar.ge-ს ყურადღებით გადავხედეთ და ერთ-ერთი განსაკუთრებულად საინტერესო სტატიის ინფოგრაფიკაში გადატანა გვინდაო. აღმოჩნდა, რომ 1 ლარით იბერიის გაბრწყინების იდეას მოუხიბლავთ ჟურნალისტები. სტატია მართლა საინტერესო გამოვიდა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მასში ციფრებშია დასაბუთებული რატომ უნდა ვიყიდოთ ქართული. ინფოგრაფიკა ნამდვილად კარგი აზრია. კიდევ უფრო ადვილად მოხდება იდეის გადმოცემა.
ესაა ის ნერგი, რომლის დარგვასაც kar.ge ცდილობს. კერძოდ, აზრი, რომ ქართული წარმოების პროდუქტი ვიყიდოთ ყოველ ჯერზე, როცა ამის შესაძლებლობა გვაქვს. ეს არ არის რიტორიკა, ეს არ არის პროპაგანდა … ეს არის საღი აზრი, რომლის შედეგი თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობაზე აისახება.