ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
თემურ დადიანი

თემურ დადიანი თავისივე გინესის რეკორდს აუმჯობესებს

ვუყურებ ამ ადამიანის ფოტოს და …

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ძალიან დადებითაც ვივსები, როცა ასეთი შეუპოვრობას ვხედავ. კაცმა თავისივე გინესის რეკორდი მოხსნა, ახალი დაამყარა და მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა თავისი შესაძლებლობებით.

თამურ დადიანი, 23 წლის კაპრალი, რომელმაც ორივე ფეხი ISAF მისიაში მონაწილეობისას ავღანეთში 2011 წელს დაკარგა, 2 დღის წინ, კვირა დღეს, 7 ივნისს წუთში 44 აზიდვას აკეთებს და გინესის რეკორდს  კიდევ ერთხელ ამყარებს.

ეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე მოხდა. ამ დღეს მარათონი გაიმართა სახელწოდებით „ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“. ცხადია თემურს თავდაცვის მინისტრამაც მოულოცა და გაერთიანებული შტაბების უფროსმა – ვახტანგ კაპანაძემაც.

თამურ დადიანი დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის აკადემიაში მსახურობს, პარალელურად კი სოციალურ მეცნიერებებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეუფლება. ასევე ემზადება 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშებისათვის.

 

წყარო.