ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ოქროს თევზი

თედომ ოქროს თევზს „შეუსრულა“ …

ეს იუმ2 მიხოს და მაროს მიერ ოქროს თევზის ძალიან მაგარი ისტორიის გაგრძელებაა და სანამ ამას ნახავთ ჯობია ის ნახოთ ჯერ 🙂

 

სოფელში ხმა გავრცელდა მიხომ ოქროს თევზი დაიჭირაო. თედომ, მიხოს ძმამაც გაიგო ეს ამბავი. იფიქრა მიხოს რომ ვკითხო არ მეტყვისო, ამიტომ მეგობრების მეშვეობით დაადგინა ის ადგილი, სადაც მიხომ ოქროს თავზი დაიჭირა. გავარდა, აიკაპიწა შარვლის ტოტები და დაიწყო თევზაობა. ჩაჰკრა ხელი არაა … ჩაჰკრა … არაა ოქროს თევზი. თევზაობს … გადის დრო … დაიტანჯა. ბოლო-ბოლო ჩაჰკრა წყალში ხელი და აჰა, ოქროს თევზიც ამოყვა …

თევზმა მაშინვე უთხრა:

-გამიშვი და 3 სურვილს შეგისრულებო

უყურებს თედო დაეუბნება:

-ეეე, ჯიგარო, 3-ს ისედაც ყველას უსრულებ, აშიშხინებულ ტაფაზე რომ მიგაგდებ 5-საც კარგად აასრულებო 🙂

 

** სურათზე კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/