5 წლის წინ წელიწადში 2 ფესტივალი ტარდებოდა. დღეს კი იმდენი გამოფენა-გაყიდვა-ფესტივალი ტარდება, სათვალავი ამერია. წლევანდელთან რაოდენობა 50-ს გადაცდა უკვე. ღვინის ფესტივალი მგონი 10-ზე მეტ ქალაქში ჩატარდა მარტო … კარგია … რაც მეტი მით უკეთესი … რაც მეტ მცირე ბიზნესის წარმომადგენელს ექნება მსგავსი გამოცდილება მით უკეთესი.
დღეს თბილისურ ბაზარს ვესტუმრე. ღონისძიება ყოველ შაბათ-კვირას ტარდება თბილისის მერიის ინიციატივით. თან დღეს თბილისობაა, ჰოდა რუსთაველზე, მეიდანზე და რიყეზე ერთად იმართებოდა. მე რუსთველს ვესტუმრე ამჯერად. საექსპორტო კატალოგები წავიღე და მანქანის სტიკერთან – „მე ვყიდულობ ქართულს“ ერთად დავარიგე.
FB Live ვიდეო, რომელიც ადგილიდან ჩავწერე
https://www.facebook.com/karge.movement/videos/536413043469579/
ეს კი სურათები
https://www.facebook.com/karge.movement/posts/2173027749388568