თაფლი დათუნია გამოფენაზე – აირჩიე ქართული გავიცანი. დათვების მთელი „ბანდა“ იყო წამოსკუპებული დახლზე და ელოდა მყიდველს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და აი კიდევ ერთხელ შევიძინე გუდვილში 9,85 ლარად. ცნობისათვის: არის აკაციის, წაბლის, ცაცხვის და მაისის თაფლი დათუნიები.
5 მიზეზი მინდა გითხრათ, თუ რატომ უნდა იყიდოთ თაფლი დათუნია:
- უგემრიელესია;
- ქართულია;
- ხარისხიანია;
- ნატურალურია;
- ნორმალურადაა შეფუთული, ვებსაიტი და Facebook გვერდი წესრიგშია;
შენიშვნები/რეკომენდაციები:
- უნდა ვაღიარო რომ 9.85 ძვირია საშუალო ფენისთვისაც კი. მესმის, რომ ფასის ჩამოწევა ხშირად გამართლებული არაა [არც ადვილია], მაგრამ გაყიდვებს ურტყამს მაღალი ფასი ძალიან;
- მეტი აქტივობა რომ იყოს facebook გვერდზე აჯობებდა. „ხელი“ აშკარად აკლია;
- ვებსაიტი აშკარად დასახვეწია. თუ საერთაშორისო ბაზარზეა გათვლა [და როგორც ვიცი არის კიდეც] ინტერნეტ ფანჯარა უკეთესი უნდა იყოს;
შეკითხვა მკითხველს: თაფლს როგორ ყიდულობთ ხოლმე? სუპერმარკეტში თუ ვინმე „შინაურისგან“?