ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

„თათარა“ – უგემრიელესი ქართული ნუგბარი

ეს არის თათარა …
ჩურჩხელა ახალ ფორმებში …
იდეალური სასაჩუქრე პროდუქცია …
მცირე ზომის შეფუთვას 4,5 ლარი აქვს ფასი …
დიდი ასორტი 13,5 ლარი ღირს …
მაგრამ ღირს!!!
ანალოგი კი მსოფლიოში არ მოეძებნება …
იყიდება უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში …
და საქართველოში …
მხოლოდ გუდვილში და კარფურში …
არის 5 სახეობის + ასორტი …
3 წლის თავზე უკვე გაკეთდა წარმოება, რომელიც სულ მალე მინდა გიჩვენოთ …
3 წელია ვთანამშრომლობთ წარმატებულად …
და საქმე მიდის წინ!!!
იყიდეთ აი ასეთი ქართული!

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!