ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.
პირველად რომ გასინჯავთ … მოგეწონებათ …
მეორეს სანამ გასინჯავთ უკვე შეგიყვარდებათ …
და რომ შეგიყვარდებათ, უკვე ისე ჩაგივარდებათ გულში, რომ უკვე მისი ხართ!
აი ასე ხდება, როცა ბაზარზე ასეთი ხარისხიანი პროდუქტი იქმნება ქართველი მწარმოებლების მიერ …
აი რა გემუქრებათ მისი გასინჯვის შემთხვევაში …
ეს შპს გრეიფის მიერ წარმოებული თათარაა …
რაშია მისი უნიკალობა?
ეს არის მიწისთხილი, ნიგოზი, თხილი, ქიშმიში და ა.შ. ბადაგში გახვეული …
და ფორმით ხვდები, თუ რისია …
მაგალითად ნიგვზის ფორმა აქვს თათარას, რომელშიც არის ნიგოზი და ა.შ.
ეს კლასიკური ნოვაციაა შეფუთვაში და პროდუქტის ფორმაში, რომელმაც აქვე გეტყვით, რომ არაერთი ექსპორტიორის მოწონება უკვე დაიმსახურა. პროდუქტს საინტერესო მომავალი “ემუქრება” საექსპორტო ბაზრებზე და ამაზე უკვე მიდის მუშაობა. დარწმუნებული ვარ ცოტაც და თათარას მრავალი ქვეყნის დახლზე ვიხილავთ!
ჰო, იყიდება სუპერმარკეტში La Familia, დიღომში.
აუცილებლად იყიდეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
მაშ,
ველი თქვენს ფოტოებს 🙂 აქვე ქვემოთ 🙂