სამხედრო საფრთხე, რომელიც ჩრდილოეთიდან მუდმივ რეჟიმში მოდის, ქართული ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. შესაბამისად ყველაფერი ის, რაც ამ სამხედრო საფრთხეს ამცირებს, ქართული სახელმწიფოს განვითარებისათვის სასარგებლოა. მაგალითად ისიც კმარა 2012 წელს ქართული ოცნების მიერ არჩევნებში გამარჯვების შედეგად სულ ცოტა ხანში როგორ დავარდა [საგრძნობლად] საბანკო პროცენტები …
ჩვეულებრივ ასეთი ტიპის შეთანხმების გაჟღერება პიარის მიზნებს ემსახურება. იმედი მაქვს ეს შეთანხმება და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მოწოდება მხოლოდ მორიგი ბუტაფორია არ არის და რეალურ საქმეს ემსახურება. ცხადია ამ აპარატურის მარტო შესყიდვა არ არის საქმე, სათანადო პერსონალის გაწვრთნა, ჩამოყვანის შემდეგ მომსახურება, დაცვა, წვრთნები, მომარაგება და ა.შ. … უამრავი დეტალია, რომელიც ქართული ჯარის უფრო მაღალ დონეზე გაყვანას გულისხმობს.
:ილიკო-ილარიონი: mode …
“ეშმაკია” საფრანდეთი … რუსეთს მისტრალები მიჰყიდა, საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები …