ლიტვაში, ვილნიუსში, 4 ნოემბერს თბილისის სკვერი გაიხსნა …
ამ საქმეში ცხადია საქართველოს საელჩოს ლომის წილი მიუძღვის …
და პირადად ქალბატონ ელჩს – ხათუნა სალუქვაძეს …
სხვაგვარად ასეთი რამ არ ხდება ხოლმე …
დიდი მადლობა დავით ჩიკაშუას, რომელმაც მისივე ტელეფონიდან გადაღებული ეს ფოტოები ლიტვიდან მოგვაწოდა…
kar.ge-ზე უფრო ქართულ გამარჯვებებზე, კომპანიებზე და ქართულ პროდუქტებზე ვწერთ ხოლმე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქვეყნების მეგობრობას, ქალაქების მეგობრობას და იმ ფაქტს, რომ ეს კარგი საქმეა და ქართულ საქმეს ემსახურება, გადავწყვიტე ამიერიდან მეტი ყურადღება უნდა მივაქციო საზღვარგარეთ მომხდარ მსგავს მოვლენებს. ექსპორტი თუ გვინდა, ქვეყანამ კარგი იმიჯი უნდა გაამყაროს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაში, მით უმეტეს მეგობარ ქვეყანაში, ამიტომ ყოველი კარგი ამბავი, რომელიც ვილნიუსში ხდება, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ბიზნესისათვისაა კარგი.
ვიმედოვნებ მალე დადგება ის დრო, როცა მოძრაობა kar.ge მსოფლიოს მასშტაბით ჩაებმება ქართული პროდუქტების პოპულარიზების კონკრეტულ კამპანიებში.