ქართულია & kar.ge-ა!
მეგობრებო,
ამიერიდან თქვენს სუფრას თამამად შეიძლება ამშვენებდეს საქართველოში წარმოებული ერთფენიანი ხელსახოცი. ხოლო თუ თქვენ 4 ფენიანს და იმპორტულს ხართ მიჩვეული, მოგვიტევეთ რომ შეგაწუხეთ … აი ხინკალზე თუ გადახვალთ, მაშინ ნამდვილად ბლომად luxpak დაგჭირდებათ!
ხელსახოცი ქართული უნდა იყიდოთ! შეიძლება ისეთი ვერ არის, როგორც იმპორტული 4 ფენიანი, მაგრამ სადაც სხვა ღირს 1 ლარი, არც luxpak ღირს მეტი. ხარისხით კიდევ ტოლს არ უდებს, ხელსახოცია ბოლო-ბოლო. ჰოდა ყველა არგუმენტი იმის მხარესაა, რომ ქართულზე გააკეთოთ არჩევანი.
luxpak-ის მწარმოებელია შპს დელუქს ჯორჯია. ვებსაიტი http://deluxe.com.ge არ ფუნქციონირებს. შეკვრაზე ხელსახოცების რაოდენობა მითითებული არ არის, მაგრამ 100 ცალია [გადავთვალეთ].
დაძებნეთ, იყიდეთ, გამოიყენეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.