ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.
ეკონომი – აი კიდევ ერთი ქართული წარმოების ერთფენიანი ტუალეტის ქაღალდი, რომელიც აღმოვაჩინე. შევიძინე რამოდენიმე დღის წინ საბითუმოში, გლდანში, 40 თეთრად. რა უნდა ვიცოდეთ ამ პროდუქციის შესახებ?
- ეტიკეტით თუ ვიმსჯელებთ დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან ქიმიური დანამატების გარეშე;
- მწარმოებელია შპს „ეკო პეიპერი“, რომელიც ქიზიყის 12-ში მდებარეობს, თბილისში. ტელეფონი: 032 255 08 77;
- თავად ქაღალდი ერთფენოვანია, თხელია, მაგრამ ადვილად არ იფლითება [არ ვიცი ეს თვისება ზუსტად როგორ გამოვთქვა]. შენახვის ვადა განუსაზღვრელია;
- შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ფასში იმპორტულზე უკეთესი თუ არა, უარესი ნამდვილად არაა;
- და ვინაიდან და რადგანაც საქართველოში იწარმოება, საქმე საქმეზე რომ მიდგეს მე მგონი გვიჯიგრებენ და ჩვენთვის არასასურველი ადამიანის ფოტოთიც შევძლებთ პროდუქციის გამოშვებას … if you know what I mean ..
მოითხოვეთ ეკონომი!
მხოლოდ მაშინ, როცა მოვითხოვთ, სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები შეიტანენ პროდუქციას თავისთან. ეს კი საქმეს რეალურად წადგება