დღეს, 8 მაისს, რიყეზე ევროპის დღეები გაიმართა. რა თქმა უნდა იქ ვიყავი, დავესწარი, მეგობრები ვნახე, ახლები გავიცანი და … გადავწყვიტე აქ მოკლედ გამეზიარებინა შთაბეჭდილებები.
5 რამ დავინახე დღეს:
- ევროპა ასოცირდება კარგთან, დადებითთან, სასურველთან, მისაღებთან და ეს ყველაფერი ხალხს სიამოვნებს. ყოველ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოების ნაწილს მაინც. ანუ ხალხი ბლომად იყო. თან ამინდმაც გაამართლა;
- ორგანიზება ნამდვილად მომეწონა. ევროპულ ქვეყნებს თავიანთი კარვები ჰქონდათ, სადაც საზოგადოებას მათი ქვეყნის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ;
- აქვე იყო სცენა, სადაც სხვათა შორის პრეზიდენტიც კი გამოვიდა სიტყვით. ამავე სცენაზე სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული მაწარმოებები შესრულდა ძირითადში ბავშვების მიერ;
- ერთ ადგილას განსაკუთრებულად გრძელი რიგი ვნახე. იმდენად დიდი, რომ დავინტერესდი რას არიგებდნენ ასეთს. აღმოჩნდა რომ ეს იყო ნაჭრის ხელჩანთა, რომელშიც წიგნი იყო ჩადებული. ნეტა რა იყო ასეთი, რომ 100-ადამიანზე ნაკლები იმ რიგში არცერთ დროს არ მინახავს;
- ვნახე ქართული პროდუქციის მინი გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო ENPARD-ის ფარგლებში მხარდაჭერილი ორგანიზაციები, თითო სფეროდან თითო: მეფუტკრეობის პროდუქტები, პური, ჩაი, ჯემები-მურაბები-ფიჭვის კევი და მისნაიები, ღვინო, არაყი, ყველი. თითო სფეროს თითო მწარმოებელი წარმოადგენდა;
აი მოკლე ფოტოკოლაჟიც: