დე-კა.ჯი – ქართული ტრადიციულ-თანამედროვე სამოსელის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოდან, რომელიც წარმოდგენილია 2018 წლის 14-17 ივნისს სეულში გამართულ აზიაში ერთ-ერთ უმსხვილეს ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე – KOTFA 2018.
როგორ მოხდა ეს?
ძალების გაერთიანებით: მწარმოებლებმა ნიმუშები მოგვაწოდეს, მოძრაობა KAR.GE-მ ორგანიზება გააკეთა და ნაწარმი შეკრიბა, რომელიც კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ თავისი ხარჯით ჩაიტანა კორეაში KOTFA 2018 და KOIMA 2018-ზე გამოსაყენებლად.
უღრმესი მადლობა ბნ. ოთარ ბერძენიშვილს – კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, საელჩოს მთელ გუნდს და თითოეულ მწარმოებელს საერთო საქმეში მონაწილეობისათვის. მოხარული ვიქნებით, თუ საქართველოს ყველა საელჩოსთან მსოფლიოში გვექნება ასეთი ტიპის ურთიერთობები.
12 მწარმოებლის პროდუქციის ფოტოები
საერთო ფოტოები
ინფორმაციისათვის:
14-17 ივნისს ქ. სეული მასპინძლობს აზიაში ერთ-ერთ უმსხვილეს ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას – KOTFA-2018, რომელშიც საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ტრადიციულად იღებს მონაწილეობას და მხარს უჭერს გამოფენაზე ასევე წარმოდგენილ ქართულ ტურისტულ კომპანიებს. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა მოინახულოს კულტურული და ეთნოგრაფიული კუთხე. ამასთან, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის გარდა, მოძრაობა KAR.GE-თან თანამშრომლობით გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი მწარმოებლების მრავალფეროვანი პროდუქცია, მათ შორის: „შატო ნეკრესი“-ის ქართული ღვინოები, „ანასეულის კომბინატი“-ის გურული ხილის ოტკა, „მადლიანი 2017“-ისა და „ბებოს ნობათი“-ს ჩურჩხელები, „გრეიფი“-ს თათარა, „ჯააძის თაფლი“-ს ალპური ზონის თაფლი, „კამპა“-ს და „ხილარი“-ს წვენები, „ფარკონი“-ს ჩაი და სანელებლები, ბარამბოს შოკოლადის ასორტი, “MG – მარიამ გიორგაძეს” ტყავის ხელნაკეთი საფულეები, „Deka“-ს ქართული ყაბალახი და ტრადიციული ორნამენტებით გაწყობილი მოსასხამები. სტენდზე აგრეთვე განთავსდა ქვეყანაში უკვე იმპორტირებული სხვადასხვა ქართული პროდუქცია. გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ ქართული ღვინო, ჭაჭა და მინერალური წყლები.
იხილეთ ვიდეო, რომელიც საქართველოს საელჩომ გამოგვიგზავნა [გადაღებულია 14 ივნისს].