არ ვიცი მე მხვდება თვალში, თუ მართლა ასეა, მაგრამ აშკარად ვხედავ რომ ქართული წარმოების სულ უფრო მეტი პროდუქტი ჩნდება დახლზე. ეს ძალიან მახარებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მწარმოებელი ქართულ ნედლეულს იყენებს წარმოების პროცესში.
კომპანია მილკენის დაწნული შებოლილი სულგუნი ახლახან გავიცანი. პროდუქტის დადებით მხარეებად ცალსახად ჩავთვლიდი ნორმალური ფასს. 1 ლარი ღირს ერთი ცალი ამ დაწნული სიმდიდრის 80 გრამიანი შეფუთვა, რაც ჩემთვის სრულიად მისაღებია ლუდზე ჩასაყოლებლის კომპლექტში ქართულ არაქისთან და ქართულ ჩიპსთან ერთად, ან ცხელ ლავაშზე მისაყოლებლად ან უბრალოდ უმად საჭმელად.
მხოლოდ ერთი შენიშვნა, უკვე ტრადიციული – მარკეტინგი/ბრენდინგია მისახედი … სახელწოდება, შეფუთვა და სათანადო ეკიპირება, მათ შორის ინტერნეტშიც, რაც ქართული მცირე კომპანიების ტრადიციული აქილევსის ქუსლია. როგორც გავარკვიე კომპანია უკვე მუშაობს ამ საკითხებზე.
თუ სადმე დახლზე შენიშნავთ მილკებისს დაწნულ შემოლილ სულგუნს, აუცილებლად იყიდეთ და გასინჯეთ. მაინტერესებს თქვენი აზრი …