იყო დრო, როცა მე დიდად ვერ ვერკვეოდი ჩაებში [არც ეხლა ვერკვევი დიდად რომ ვაღიარო] და Riston-ის ჩაის ვყიდულობდი ხოლმე. უბრალოდ იმიტომ რომ არ ვიცოდი რა მეყიდა [არადა გურიელი მაშინაც იყო ბაზარზე]. თუმცა მას შემდეგ რა „მჭადი მივირთვი“ თვალი ამეხილა და გონება გამინათდა. დავინახე, რომ უამრავი დასახელების ქართული ჩაი დევს დახლზე. დავინახე და გადავერთე.
ეს 100 გრამიანი შეფუთვა 3.45 შევიძინე მარკეტში. მეტი რა უნდა თქვა გურიელზე? იყიდება თითქმის ყველგან, ფასი ნორმალური, შეფუთვა ნორმალური [მარკეტინგი მოწოდების სიმაღლეზეა] … ისღა დაგრჩენიათ თავი დაანებოთ იმპორტულ პროდუქციას და მხოლოდ ქართული ჩაი იყიდოთ! არჩევანია უკიდეგანო!