7-8 აპრილს დიღმის გუდვილში “აირჩიე ქართული”-ს მიერ ორგანიზებული ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
“აირჩიე ქართული”-ს მიერ ორგანიზებული ეს ღონისძიიება უკვე მრავალი წელია ტარდება. ამჯერად განსაკუთრებული ის იყო, რომ ეს გამოფენა ძალიან დიდი ჩართულობით გამოირჩეოდა და თუ რამ აქამდა გუდვილში „აირჩიე ქართული“-ს ეგიდით რომელიმე ექსპო გამართულა, მე პირადად ყველაზე დიდი რაც მახსოვს იმაზე 3-ჯერ დიდი მაინც იქნებოდა. და ეს არის ძალიან კარგი! გამოფენას აშკარად დაეტყო ერთის მხრივ გუდვილის მენეჯმენტის მიერ გაწეული ძალისხმევა, მეორეს მხრივ კი ინტერესი ქართველი მწარმოებლების მხრიდან!
მე დღეს ვეწვიე, 8 აპრილს …
ყველა მაგიდას სურათი გადავიღე თქვენთვის …
ზუსტად ვიცი, რომ 8-ში ზოგი უკვე წასული იყო იმის გამო, რომ ჯერ კიდევ პირველ დღეს გაუთავდა პროდუქტი, ამიტომ მათი ფოტოები ამ კოლაჟში ვერ მოხვდა.
დაათვალიერეთ …
აირჩიე, მოითხოვე, მოიძიე …
რაც გინდაა ის ჰქენი, მაგრამ იყიდე ქართული ხარისხიანი ნაწარმი!