Nielsen-ის ეს კვლევა ჩატარდა 2015 წლის მე-3 კვარტალში, თუმცა შიგნით ისეთი დასკვნებია, რომ ალბათ კარგა ხანი იქნება „სახელმძღვანელო“ დარგის ექსპერტებისათვის. ქვემოთ მხოლოდ დასკვნებს შემოგთავაზებთ, მთავარ ამონარიდებს, უფრო ვრცლად თუ გაინტერესებთ ნახეთ ეს სტატია.
- მომხმარებლებს ადგილობრივი ბრენდები უფრო ურჩევნიათ, ვიდრე გლობალური ბრენდები როგორ შეუფუთავ, ასევე შეფუთულ კატეგორიებში. რესპოდენტების ადგილობრივი/გლობალური პრეფერენციები ასეთია: ახალი ბოსტნეული – 68/11 [ანუ 68% ურჩევნია ადგილობრივი, 11 % გლობალური], ახალი ხორცი – 66/13, ხილი – 64/12, ზღვის პროდუქტები – 57/18, იოგურთი – 52/22;
- ბრენდის არჩევის მთავარი მიზეზები ყველგან ერთია: 1) უკეთესი ფასი/ხარისხი თანაფარდობა, 2) ბრენდთან ურთიერთობის დადებითი გამოცდილება, 3) უსაფრთხო ინგრედიენტები და დამუშავების პროცესი, 4) პროდუქტის უკეთესი სარგებლიანობა, 5) მარკეტინგი/გაყიდვები;
- ყოველი 10 რესპოდენტისგან 6 ამბობს, რომ ადგილობრივს ყიდულობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მოტივაციით. განწყობა ყველაზე მაღალი – 65% არის ჩრდილოეთ ამერიკაში;
- ონლაინ ყიდვისას მომხმარებლები უფრო ხანგრძლივვადიანი გამოყენების, მაგალითად ელექტრონულ პროდუქციას ყიდულობენ მსოფლიო ბრენდებისას, სამომხმარებლო პროდუქციას კი ადგილობრივი ბრენდებისას;
- გლობალური რესპოდენტების 21% აზრით ეროვნული სიამაყე ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რის გამოც ისინი ადგილობრივ პროდუქციას იძენენ;
ჩამაფიქრებელია …