ძალიან კარგი რამ იწყება …
ეს მოსალოდნელი იყო როგორც ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი მთელი იმ საქმიანობების ფონზე, რასაც GITA კვე 2+ წელია ეწევა. უზარმაზარი სამუშაოებია შესრულებული. მარტო ის რად ღირს, რასაც ტექნოპარკი ჰქვია …
მაგრამ არ დაიბნეთ …
არც ისეა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს …
ნუ გაიგებთ ისე, თითქოს სტარტაპების დაფინანსების პროგრამა ყველა თქვენს იდეა დააფინანსებს იქნება ის სახინკლე თუ საქონლის ფერმა.
ვციტირებ: “პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც აქვს ინოვაციური, საინტერესო ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება დაფინანსება”.
ანუ, „მიწაზე რომ ჩამოვიდეთ” …
აქ საუბარია ტექნოლოგიურ სტარტაპებზე, ინოვაციურ საქმიანობაზე და არა სახინკლის გახსნის დაფინანსებაზე.
გილოცავთ ინოვატორებო! თქვენი დრო დგება!