ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.
გვირილას ყვავილი …
რა იცით ამ სამკურნალო ჩაის შესახებ?
20 ცალი 2.5 გრამიანი პაკეტი 1.5 ლარი ღირს ჩვეულებრივ სუპერმარკეტში. დამზადებულია შპს „იმედი“-ს მიერ. ვარგისიანობა თაროზე – 2 წელი. კომპანიის მისამართია რუსთავის გზატკეცილი #36. ტელეფონი 214 56 57. კომპანიის ვებსაიტს და FB გვერდს ვერ მივაგენი.
გვირილას ყვავილი რამოდენიმეჯერ გამოგვიყენებია ოჯახში და ნამდვილად ეფექტური სავლები გამოდგა ბავშვისთვის.
გამოიყენება: გასტრიტის და კოლიტის დროს, მეტეორიზმის სამკურნალოდ, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებისას ანგინების სამკურნალოდ და გინეკოლოგიაში.
დამზადების წესი: ერთჯერად პაკეტი ჩადეთ ქილაში. დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. მიიღეთ 100 გრამი სამჯერ დღეში დასალევად და გამოსავლებად 1 ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში.
თქვენ რა იყიდეთ დღეს ქართული?