ქართველმა ახალგაზრდამ ბრიუსელის აეროპორტის კაფეში ლამაზი გოგონა შენიშნა – უნიფორმის მიხედვით ბორტგამცილებელი და გაცნობა გადაწყვიტა.
– Hello, do you fly by USA airways?
გოგონამ გაკვირვებულმა ახედა და მიტრიალდა.
– Flugen Sie Lufthansa ja?
გაკვირვება გაღიზიანებამ შეცვალა, თუმცა ისევ უხმოდ.
– Volare sinora Alitalia?
გოგონამ ქართულად ჩაილაპარაკა:
– დავაი რა, დაახვიე!
– ვაა, „აირზენა“?!