გურულმა ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად.
მივიდა კლიენტი და ეკითხება:
– რაზე გყავს გაზრდილი?
– სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო.
– რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, – უთხრა კლიენტმა და წავიდა.
მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა.
– რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამია.
– მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო.
მესამე კვირას იგივე განმეორდა. ოღონდ იმავე კითხვაზე გაბეზრებულმა გურულმა ამჯერად ასე უპასუხა:
– რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამს …
🙂 🙂 🙂 🙂 🙂
** სურათზე გურულის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/