ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
განვითარებული სოფელი

რას ნიშნავს განვითარებული სოფელი?

განვითარებული სოფელი საქართველოში – ამ მიზნის მიღწევა მტკივნეული თემაა, რომელსაც ბოლო 20 წელია ყველა მთავრობა თავისებურად ეჭიდავება. საქმე თითქოს წინ მიდის, მაგრამ … მაგრამ … კი არ მიდის მიღოღავს … აშკარაა, რომ სერიოზული ინექციებია საჭირო საიმისოდ, რომ საქმე რეალურად დაიძრას.

ENPARD თავისი საქმიანობიდან გამომდინარე უკვე ყველამ სფეროსთან ოდნავ დაკავშირებულმა ადამიანმაც კი იცის. უამრავი კოოპერატივია შექმნილი, რომლებიც პროდუქტს ქმნიან და ბაზარზე გააქვთ, მათ შორის ექსპორტზეც. მაგრამ ეს EMPARD-ის მხოლოდ ერთი მხარეა. არის კიდევ ერთი … რომელიც მიზნად აისახავს არა მხოლოდ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას არამედ უფრო გლობალურად … სოფლის გამოცოცხლებას, რომ სოფლად ცხოვრება უფრო საინტერესო გახდეს, რომ სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს, რომლებიც მოსახლეობის ნახევარზე მეტია, ქალაქად წამოსვლის სურვილი ნაკლებად გაუჩნდეს. ქვემოთ მოცემული ვიდეო სწორედ ამ პროგრამას აღწერს მოკლედ.

 

 

აქვე გეტყვით, რომ სულ რამოდენიმე თვეა რაც დაიწყო სოფლის განვითარების ახალი 3 მილიონ ევროიანი პროგრამა, რომელიც ჯერ 3 რეგიონში საცდელად მიმდინარეობს. მე პირადად სტეფანწმინდაში დავესწარი პროგრამის პრეზენტაციას. ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ქალაქელები იქეთ დაიწყებენ სოფლად წასვლას. სოფლის მეურნეობა, მასთან დაკავშირებული აქტივობები და გარემოს დაცვა სოფლის განვითარების 3 უმთავრესი საფეხურია, რომელთაც პროგრამის ფარგლებში მიექცევა დიდი ყურადღება.

მთავარი სხვაა, სოფელი თუ გამოცოცხლდება და ქართული სოფლის მეურნეობის ეფექტურობა და ეფექტიანობა მოიმატებს, ეს თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქისთვისაა კარგი!

თქვენთვის რას ნიშნავს განვითარებული სოფელი?