ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ღვინო მანავის მწვანე gvino manavis mwvane
ღვინო მანავის მწვანე gvino manavis mwvane

გაიფანტეთ დარდები

ქართულია & kar.ge-ა!

გაიფანტეთ დარდები, ხანდახან შეხედეთ სამყაროს “შეზახორშებული”თვალით და მიხვდებით რომ ყოველდღიურობა დამანგრეველია თუ მას არ გაექეცი.  🙂

დილიდანვე განვიზრახე რომ დავლევდი ძალიან გემრიელს,  რამეს განსხვავებულს, და ამაღლებულს   🙂 ჰოდა ასე ყველაფერი აგიხდეთ, მომართვეს ეს უმშვენიერესი და უგემრიელესი ქართული ღვინო –  ერთმა ძველმა მეგობარმა. ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციას,  ალბათ ოცნებებიც სრულდება თუ გულით გინდა.

აქამდე არ მინახავს არსად, მსგავსი შეფუთვის ქართული ღვინო, შესაძლოა არც დავკვირვებივარ, მაგრამ მინდა გითხრათ რომ საოცრად სასიამოვნო და განსხვავებული სურნელი და არომატი აქვს… არვიცი ამ ოთხშაბათ დღეს დაგაყენებთ თუ არა დალევის ხასიათზე, მაგრამ ჩემი ემოცია თუ პარასკევ საღამომდე გაგყვებათ ნამდვილად ღირს ამ ღვინოს დაგემოვნება.

ვებსაიტსაც ვეწვიე ჩვეული წესით და ჩემი მოწონებული ღვინის დახასიათება გულზე მალამოსავით მეამა, აი ისიც:

ევროპული ტიპის ღვინო არის ღია ჩალისფერი, დამახასიათებელი სასიამოვნო ციტრუსოვანი ხილის და ნაზი ყვავილების თბილი ტონებით. დაგემოვნებისას რჩება გაწონასწორებული და დაბალანსებული გემო.

ვებგვერდზე აღმოვაჩინე რომ კომპანია შატო მერე გარდა ღვინის წარმოებისა აქვს სასტუმროს კომპლექსი, რესტორანითა და ბარებით, რომელიც  დასვენების სრულ კომფორტს ქმნის კავკასიონისა და ალაზნის ველის მშვენიერი ხედებით.  აქვს საკუთარი საჯინობო, საიდანაც კახეთის ბუნების დათვალიერება არაბული ცხენებით არის შესაძლებელი.

ფეისბუქზეც იმ წუთასვე  დავიმეგობრე, რომ არასდროს გამინელდეს ემოცია, გააკეთეთ იგივე თქვენ?

ამ ცოტა არ იყოს შეზარხოშებული განწყობით ეხლავე ჩავალაგებდი ჩემ ბარგიბარხანას და გავემგზავრებოდი შატო მერეში, თუმცა ამას მოგვიანებით, შუაგული გაზაფხულისთვის გადავდებ და იქედან პირდაპირ  ემოციებით დავიღვრები პოზიტივად, თქვენთვის და საქართველოსთვის.

მართლაც დიდია ძალა ერთმუშტად შეკრული ქართველებისა, ჰოდა კიდევ ერთხელ, ისე როგორც არასდროს გავერთიანდეთ, მჯერა სულაც არ არის გვიანი!.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას დავიყიდოთქართულიწარმოებისპროდუქცია,იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.