ქართულია & kar.ge-ა!
ბოსტნეულის ასორტის მწნილი ოჯახური – თქვენი სიამოვნებისთვისო გვამცნობს მწარმოებელი ვაკუუმში შეფუთული მწნილის ეტიკეტზე. მართლა მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა მაღაზიის დახლზე ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული სხვადასხვა ბოსტნეულისგან დამზადებული მწნილები. წარმოდგენილი სახეობებიდან(ჯონჯოლი, კიტრი, ნიორი, კომბოსტო და ა.შ) მე ავირჩიე ბოსტნეულის ასორტი, სხვაგვარად რომ ვთქვათ ხუთი ერთში. J კიტრი, კომბოსტო, პომიდორი, სტაფილო, ნიორი ეს ყველაფერი ერთ ვაკუუმშია თავმოყრილი. ხრაშუნაა და ზომიერად მარილიანი.
სხვადასახვა სახეობის მწნილს განსხვავებული ფასი აქვს 2.00–5.00ლ–მდე მერყეობს.
ბოსტნეულის ასორტის ფასია 2.5ლ
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.