ქართულია & kar.ge-ა!
დღეს გასტრონომიული შემოტევა მქონდა და ბიუ-ბიუს ქათამი “აღმოვაჩინე”; სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს და დიდი ხანია მხოლოდ მათ ქათამს ვყიდულობ, მაგრამ ყველგან არ აქვთ ხოლმე, ძირითადად ძებნა მიწევდა, დღეს კი სასიამოვნო სიახლე იყო ჩემთვის დიდუბეში მათი ახალი ჯიხურის აღმოჩენა და ბუნებრივად აღმოჩნდა დღეს ჩემს გეგმაში.
ესეც ქათამი “ბიუ-ბიუ”, ქართულია და თან მართლაც კარგია და იმპორტირებულ კონკურენტებს ბევრად სჯობია!
როგორც კომპანიაში ამბობენ, ბიუ-ბიუ-ს ქათმები ქართულ მიწაზე მოყვანილი ნედლეულით იკვებებიან. კომპანია „ჩირინას“ აქვს საკუთარი კომბინირებული საკვების ქარხანა, სადაც ქართული ნედლეულისგან მზადდება სრულფასოვანი, გრანულირებული, კომბინირებული საკვები. საკვები ბაზარზე „კვებეკო“-ს ბრენდის სახელით იყიდება.
განსაკუთრებით მომწონს გულმკერდის ფილე, საოცრად რბილი და ნაზი ხორცი აქვს, მაგრამ გვიან მივედი და აღარ ქონდათ, ამიტომ ტაბაკა შევარჩიე. მინიმუმ ის მაინც ვიცი, რომ 3 თვის წინ სადღაც ბრაზილიაში დაკლულს კი არა, ახალ, ქართულ ქათამს ვჭამ, რომელიც სულ რამდენიმე საათის, ან თუნდაც ერთი დღის წინ დაკლეს….
იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ!
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს და ჩვენს ქვეყანას ვეხმარებით!