ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“ბიოსიო”-ს ნატურალური საპონი – “ნარინჯის ელფერი” გამოწვევის 25-ე დღის პროდუქტია

დღეს,  ჩვენი 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში „გალერია თბილისი“-ში მდებარე PSP-ში „ბიოსიო“-ს ნატურალური საპონი – „ნარინჯის ელფერი“ ვიყიდე 5 ლარად.

შპს “ბიოსიო” საქართველოში ნატურალური კოსმეტიკას 2017 წლიდან აწარმოებს. კომპანიის პროდუქცია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მზადდება, რომლებიც კანს ალამაზებს და აჯანსაღებს, სძენს მას სიგლუვესა და სიმკვრივეს. კომპანია მუშაობს იმისათვის, რომ მომხმარებელს მიაწოდოთ სრულიად ნატურალური პროდუქცია და კანი გააჯეროს ისეთი აუცილებელი ვიტამინებით, რომლებიც ახალგაზრდულ იერს მისცემენ მას. იგრძენი ბუნების შეხება!

რამოდენიმე სახის საპონის გარდა კომპანია 3 სხვადასხვა სახის საცხს აწარმოებს უნიკალური ტექნოლოგით. „გალერია თბილისი“-ში მდებარე PSP-ში მათაც იხილავთ. პროდუქტი მხოლოდ შერჩეულ ობიექტებში იყიდება და მასიურად მას ვერ შეხვდებით. მე შემოგთავაზებდით, რომ აუცილებლად ეწვიეთ ერთ-ერთ ობიექტს (FB გვერდის თავფურცელზე ნახავთ ობიექტების ჩამონათვალს), იყიდოთ, გასინჯოთ და შეაფასოთ.

აი კიდევ რა აქვს “ბიოსიო”-ს …

https://www.facebook.com/biosyo/videos/vl.578687082516957/157127864975679/

 

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს ან დავდებ სურათს / სტატიას და გამოვიწვევ ჩემს მეგობრებს რომ გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, დადეთ ფოტო ან ვიდეო FB-ზე და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!