ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბიზნესი მეგრულად

„ბიზნესი“ მეგრულად …

კაცი მიდის უდაბნოში. წყურვილი კლავს. ხედავს შენობაა და იქ მეგრელი ზის.

-წყალი თუ შეიძლება.

-წყალი არ მაქვს, სამაგიეროდ ძალიან ლამაზი ჰალსტუხები მაქვს. აირჩიე.

-კაცი არ ხარ, რა დროს ჰალსტუხია, ვიხრჩობი, ერთი ჭიქა წყალი გექნება …

-არა მაქვს წყალი. ერთ კილომეტრში ჩემს ბიძაშვილს რესტორანი აქვს, იქ შეგიძლია წყლის დალევა

ერთი საათის შემდეგ უკან მოხოხდა პირგამშრალი კაცი.

-მომეცი შენი დაწყევლილი ჰალსტუხი. შენი ბიძაშვილი უჰალსტუხოდ რესტორანში არ მიშვებს.

 

** სურათზე მეგრელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/