ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ბექას ნობათი, კუპატი, დღე #5

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

 

აი ეს ორი სახის კუპატი გუშინ შევიძინე ბექას ნობათში, დოლიძეზე, ჯამში 9,3 ლარად. ეს არის ნაღდი ქართული წარმოების პროდუქცია, რომელიც ქიზიყში მზადდება.

შპს ბექას ნობათი თბილისში, დოლიძის 34-ში და ბახტრიონის 13-ში მდებარეობს და თბილისელებს ქიზიყში წარმოებულ ნაღდ ქართულ საკვებ პროდუქტებს სთავაზობს.

კიდევ რა იყიდება იქ? ხბოს ხორცი, ცხვრის ხორცი, ბატკნის ხორცი, ღორის ხორცი, გულ-ღვიძლი, იმერული ყველი, რაჭის ნატურალური თაფლი, სულგუნი, ნადუღი, რამოდენიმე სახის სოფლის მაწონი, ასაწონი ქარაქი, რამოდენიმე სახის არაჟანი, ქობულეთურის პროდუქცია, სულგუნის ფირფიტები, ქარხნის ყველი, მთის ყველი, ერბო, რძე, იმერული ქარხნის ყველი, სუნელები და აჯიკები, კუპატი, შებოლილი კუპატი, აფხაზურა, ფარში, ხაში, ლორი, საქონლის ენა, ხალადეცი, ნოზაძის ქათამი, მწყერისს ხორცი, კურდღლის ხორცი და ა.შ. მწყერის კვერცხიც კი.

მოკლედ, თუ თბილისში ფერმერული პროდუქციის შეძენა მოგინდებათ, გახსოვდეთ ბექას ნობათი დოლიძის 34-ში და ბახტრიონის 13-ში.

 

მაშ,

ველი თქვენი გამოწვევის ფოტოებს 🙂 აქვე ქვემოთ 🙂