ქართულია & kar.ge-ა!
უბნის მაღაზიის დახლზე კომპანია „ბარამბო“-ს ჩემთვის ახალ პროდუქტს წავაწყდი – ახალი ხაზი „ბარამბო ექსპორტი“. სამი სახეობაა წარმოდგენილი, თუმცა მე ერთერთზე შევაჩერე არჩევანი – რძიანი შოკოლადის ფილა კრემ-ბრულეს მუსით. შოკოლადის მოყვარული ვარ და აი ძააალიან მომეწონა და ალბათ ხშირადაც შევიძენ. თვითონ შოკოლადი ხომ კარგია და შიგთავსიც უგემრიელესი.
კომპანია არავისთვისაა უცხო თავისი მრავალფეროვანი ნაწარმით. აქვთ იდეალური საიტი http://www.barambo.ge/ პროდუქციის სრული ჩამონათვლითა და ასორტიმენტით.
ბარამბოს კრემ-ბრულე პროდუქტი მუყაოს შეფუთვაშია, განსხვავებით სხვა ფილებისაგან და ერთი დიდი უპირატესობა აქვს – წონა 90-100 გრამის მაგივრად არის 110 გრამი. ეს კი სიამოვნების ცოტათი გახანგრძლივების ტოლფასია. უბნის მაღაზიაში 2,20 ლარი გადავიხადე, თითქმის იგივე, რაც იმპორტირებული კომპანიების ნაწამი, თუმცა გემოს მმმ… ვერც კი შევადარებ.
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.