ქუჩაში 10 ფეხით მოსიარულე რომ გააჩერო და თითოეულს 5 ნაღდი ქართული პროდუქტი ჩამოათვლევინო დარწმუნებული ვარ ათივეს ხუთეულში იქნება ჩურჩხელა. ქართველს ჩურჩხელა არ უყვარდეს მე ვერ წარმომიდგენია. სწორედ ამიტომაცაა, რომ ამ პროდუქტს საქართველოში ბევრი აწარმოებს.
უნიკალური საღამო მქონდა … ცოტა ხნის წინ რომ ჩურჩხელების რაოდენობა ვნახე ერთად … ვაღიარებ … ამდენი ჩურჩხელა ერთად არ მინახავს არსად!
დიდი მადლობა კომპანია ბადაგის ხელმძღვანელებს მოწვევისათვის. საექსპოზიციო ფილიალის გახსნაზე გახლდით, რომელიც აღმშენებლის ხეივანზე, 1,6-ე კილომეტრზე, Gulf-ის გასამართ სადგურთან, სუპერმარკეტ ლიბრესთან მდებარეობს. ამ საექსპოზიციო სივრცეში შეგეძლებათ დაათვალიეროთ და დააგემოვნოთ ბადაგის წარმოებული უგემრიელესი კახური ჩურჩხელები, ღვინო და არა მხოლოდ. თქვენ დაგხვდებათ პროდუქციის სპეციალური სასაჩუქრე შეფუთვების/პაკეტების ძველი და ახალი ვარიაციები.
ინფორმაციის სახით …
ბადაგი ერთ-ერთი იმ წარმატებულ ქართულ კომპანიათაგანია, რომელიც არა მარტო აწარმოებს, არამედ მარკეტინგულადაც მშვენივრად აქვს პროდუქტი „მოწესრიგებული“. აქვე ვებსაიტი, აქვე Facebook გვერდი, პროდუქტიც ულამაზეს შეფუთვებში აქვს, სავაჭრო ქსელებშიც ფართოდაა წარმოდგენილი და ჩანს კიდეც სხვადასხვა აქტივობებით. ვინც საკითხში ჩახედულია იმაშიც დამეთანხმება, რომ ასეთი ტიპის კომპანიისთვის საექსპოზიციო ფილიალის გახსნა [რომელიც უკვე მეორეა] მეტად ამბიციური ნაბიჯია.
სხვათა შორის …
ეხლა ახალი წელი მოდის და თუ საჩუქრად ნაღდი ქართული პროდუტის ჩუქებას გადაწყვეტთ, აი ნაღდი ქართული საჩუქარი აქ შეგიძლიათ შეიძინოთ. მე რა თქმა უნდა ფოტოაპარატთან ერთად ვიყავი სტუმრად და ეს ფოტოები თქვენთვის წამოვიღე.