როგორ გავსხლათ ახალგაზრდა ვაზი?
ახალგაზრდა ვაზი თავისებურ გასხვლას საჭიროებს. ამ ვიდეოში გიჩვენებთ ერთ-ერთ ხერხს 1-3 წლამდე ვაზის გასასხვლელად. ვიდეო გადაღებულია კახეთში, სოფელ ტიბაანში, მეღვინეობა გლეხის ცრემლებში. გიორგი ჭუჭულაშვილი, მეღვინე თავის ცოდნას გვიზიარებს.
4 მთავარი რჩევა:
- ერთწლიან ვაზს ვაცლით ყველა ყლორტს და ვტოვებთ ერთს, 2 კვირტზე;
- სამ წლამდე ვაზს ვუტოვებთ 50-80 სმ შტამბს და ვაბამთ მავთულზე;
- ვამოწმებთ ბოძებისა და მავთულის სიმყარეს;
- მიწას შემოვუთოხნით და ბალახს ვაცილებთ ძირებიდან;
ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე ვიდეოს და სტატიის განთავსება ხდება მოძრაობა KAR.GE-სა და Mosavali.org-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად.
ხომ არაფერს დაამატებდით?