ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
აწარმოე საქართველოში

აწარმოე საქართველოში – მაჩვენეთ ამ საწარმოების პროდუქცია pls

დღეს სახლში მისვლის წინ საზამთროს ყიდვა გადავწყვიტე. გლდანში, გზის პირას ბევრი ყიდის … ჰოდა ერთ-ერთს მივადექი. შევარჩიე, აწონა და ხელის სასწორზე 14.5 კგ-მდე აქაჩა ისარმა. არადა ხელში ვგრძნობ, რომ 12-ზე მეტი არ იქნება. ეგ კიდევ რა, 13.5 კილოგრამიაო მეუბნება. რა თქმა ერთიც გემოზე შევუკურთხე და არ ვიყიდე. არა რა …ძაღლის კუდი არ გასწორდება … ასეთი ხალხი ვერასოდეს ვერ ისწავლის საქმის კეთებას, წინსვლაზე საუბარი ზედმეტია და თუ ისინი სადაც შესაძლებელია იქ არ დამარხე, ახალი ვერავინ გაიხარებს. ეს გადაწყვეტილება კი ჩემი და თქვენია, მომხმარებლის!

ბოლო 20 წელია საქართველოს ყველა მთავრობა ცდილობს ეკონომიკის შემობრუნებას დასაქმების პროგრამებით, წარმოების ზრდის მხარდაჭერის პროგრამებით, იაფი კრედიტით და საგრძნობ წარმატებას ვერ მიაღწია ვერცერთმა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აწარმოე საქართველოში – პროგრამის ფასეულობა დავაკნინო, მაგრამ … მაგრამ … ერთ მერცხალს გაზაფხული როდის მოუყვანია? 2% ეკონომიკური ზრდა მომიკითხეთ …

აწარმოე საქართველოში – პროგრამის მესვეურებთან რამოდენიმე შეკითხვა მაქვს.

  1. რატომაა, რომ ასეთი სერიოზული პროგრამის ასეთ შედეგებს [90 მხარდაჭერილი საწარმო, 250 მილიონზე მეტი ინვესტიცია] აჟღერებთ კონკრეტიკის გარეშე?
  2. რატომაა, რომ ასეთი სერიოზული პროგრამის ვებსაიტი და Facebook გვერდი გასული საუკუნის ნაცოდვილარს ჰგავს? საწარმოთა რუკა კი ვიზუალურად ეფექტურია, მაგრამ არაფრის მეტყველია
  3. რატომ არ აცხადებთ სად შეიძლება ვიყიდო ამ წარმოებების შექმნილი პროდუქტები? რატომაა ასე „საძებნი“ ყველაფერი რაც შეიძლება ადამიანს დააინტერესოს? ხომ შეიძლება ნორმალურად დაალაგოთ ინფორმაცია?

 

და საერთოდ,

PR-ში ვინ გყავთ ასეთი?